This is a specific ad

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ლიდერების „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს

56

Another advertisement

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებშია. გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ის ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და ე.წ. გამარჯვების გეგმას წარუდგენს.

ნიუ-იორკში ჩაფრენამდე უკრაინის პრეზიდენტმა თვითმფრინავის ბორტიდან საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ამერიკას აქვს საკმარისი ძალა, რომ მოკავშირეებთან ერთად უზრუნველყოს უკრაინის საჭიროებები.

„სწორედ ამ შემოდგომაზე გადაწყდება რა იქნება შემდეგ ამ ომში. პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია ჩვენი პოზიციების გაძლიერება, რაც ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის და ნამდვილად სამართლიანი მშვიდობისთვის არის საჭირო. უკრაინა გამარჯვების გეგმას წარადგენს. პირველს მას მთლიანად ამერიკის პრეზიდენტი ნახავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
პრემიერის ვიზიტი აშშ-ში დაიწყო
Öncəki yazı
ტრამპის განცხადებით, არჩევნებში მარცხის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის 2028 წელსაც იყრის კენჭს