This is a specific ad

ვის გაეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან და რამდენით – ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან

43

Another advertisement

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმება.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, 1,9 მილიარდი ლარზე მეტია გამოყოფილი.

ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასებიც.

„განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც: საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ნამდვილი ამბავი “ჯარისკაცის მამის” მიღმა – გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ
Öncəki yazı
პაველ ჰერჩინსკი – თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ