This is a specific ad

ვინ უღებს და უვრცელებს ბავშვებს ინტიმურ ფოტოებს – 12 წლის გოგო რამდენიმე პირს ამხელს

77

Another advertisement

12 წლის ბავშვის მძიმე ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო. მას ინტიმური კადრები მუქარით გადაუღეს და გაუვრცელეს. ბავშვის შიშველი ფოტოები ჯერ დედას, შემდეგ კი ახლობლებს გაუგზავნეს – გაასაჯაროვეს სპეციალურად შექმნილ ყალბ ფეისბუქ გვერდზეც. გოგონა მომხდარის შესახებ რამდენიმე კვირა დუმდა – სტრესის და ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ კი, შეძლო და მომხდარი დედას გაუმხილა.

12 წლის გოგო, შანტაჟსა და მუქარაში რამდენიმე პირს ამხელს. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები აშანტაჟებდნენ მსხვერპლის ოჯახსაც. ბავშვის დედა უყვება, რომ დამნაშავეებმა ყალბი გვერდი ფეისბუქზე მისი სახელითაც შექმნეს და შვილის ინტიმური კადრები ასე გაავრცელეს.

ახალგაზრდების რამდენიმეკაციან ჯგუფს, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გაირკვა ისიც, რომ 12 წლის გოგო ამ დაჯგუფების ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

სოციალური ქსელი სახიფათო სივრცეა არასრულწლოვანებისთვის – ბოლო 2 წელში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მსგავსი დანაშაულის ფაქტზე, დაზარალებული სტატუსი 15 არასრულწლოვანს მიანიჭა. უწყება მოზარდებს მიმართავს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა – დანაშაული, რომელიც ადამიანის მორალურ განადგურებას ემსახურება და ხშირად, გრძელვადიან ფსიქორეაბილიტაციას საჭიროებს. დანაშაული მძიმე სასჯელს, 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს
Öncəki yazı
ვალუტის კურსი -4 დეკემბერი