This is a specific ad

ვიზიტი დირექტივების მისაღებად? – რატომ იკრიბებიან ოპოზიციის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში

67

Another advertisement

არჩევნებამდე 1 თვით ადრე , მაშინ როდესაც წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია, ოპოზიციის ლიდერები აშშ-ში გასამგზავრებლად იცლიან . ღამით შტატებში „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე გაემგზავრა. ჯაფარიძემ ვიზიტის მიზნობრიობის თაობაზე მედიის კითხვებს არ უპასუხა და შესაბამისად უცნობია რა მიზანს ემსახურება მისი ვიზიტი.

უკვე აშშ-ში იმყოფება გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილიც. მეზვრიშვილის ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა, რომ ის აქტიური საარჩევნო პროცესების მიუხედავად, უკვე რამდენიმე დღეა შტატებში იმყოფება. აქაც აღსანიშნავია , რომ მისი პარტიის მხრიდან არც ერთ ოფიციალურ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა, შესაბამისად უცნობია მეზვრიშვილის ვიზიტის მიზნობრიობაც.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თურქეთიდან საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა
Öncəki yazı
Baş nazir: Rusiyanın Gürcüstandakı seçki proseslərinə ciddi təsir göstərəcək resursları yoxdur