This is a specific ad

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა

39

Another advertisement

ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა.

ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები.

ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელმა, კარლოს მაზონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტიქიის გამო სამაშველო სამსახურები ზოგიერთ რაიონში ჩარჩენილ მოქალაქეებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

„თუ საგანგებო სამსახურებმა არ ჩასულან, ეს არ ხდება საშუალებების ნაკლებობის გამო, არამედ წვდომის პრობლემის გამო“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ გარკვეულ რაიონებამდე ჩასვლა აბსოლუტურად შეუძლებელია.

ვალენსიაში ათობით ადამიანმა დახმარების მოლოდინში ღამე სატვირთო მანქანებსა და მსუბუქ ავტომობილებში, ასევე სახურავებზე გაატარეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი ადამიანი ხეებზე ასვლით ცდილობს თავის გადარჩენას.

ვალენსიის რეგიონში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიჰყვნენ ხელისუფლების რეკომენდაციებს და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე მგზავრობას მოერიდონ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს იმ 9 ნაბიჯის განხორციელებაში, რომელიც დადგენილია ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში – რიკარდ იოზვიაკი
Öncəki yazı
მარნეულის კულტურის ცენტრის სოლისტი შაბან მამედოვი გრან-პრის მფლობელი გახდა