This is a specific ad

ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს კონგრესისგან და სენატისგან არის ის, რომ გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხში – შალვა პაპუაშვილი

43

Another advertisement

მანამ, სანამ კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების როლს, კერძოდ USAID- ის ჩართულობას პივიტის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, მანამდე ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული და კეთილსინდისიერი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს კონგრესისგან და სენატისგან არის ის, რომ გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული ამ საკითხში, რა იცოდა ან რა არ იცოდა. ვინაიდან მაშინდელი ელჩი იყო ფასილიტატორი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და თუკი დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს მთლიანად ფასილიტაციის და მედიაციის კეთილსინდისიერებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა
Öncəki yazı
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა