This is a specific ad

ელისეს სასახლე – ემანუელ მაკრონმა და ანჯეი დუდამ რუსეთში არსებული სიტუაციის უკრაინის ომზე შესაძლო გავლენა განიხილეს

55

Another advertisement

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას რუსეთში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა, – ამის შესახებ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ლიდერებმა განიხილეს რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესაძლო გავლენა უკრაინის ომზე. მათ ასევე დაადასტურეს თავიანთი ერთგულება და სიმტკიცე, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა მან შეძლოს სრული სუვერენიტეტის აღდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, ამის შემდეგ მაკრონი დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მარნეულში მშვილდოსნობაში შეჯიბრი გაიმართა
Öncəki yazı
Türkiyədə gündəlik ixracat rekordu qırıldı