This is a specific ad

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ობიექტურად უდგებიან საკითხებს, განცხადებებს აკეთებენ ფაქტებზე დაყრდნობით და არა პოლიტიკური გემოვნებით -არჩილ გორდულაძე

30

Another advertisement

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც ობიექტურად უდგებიან საკითხებს, განცხადებებს აკეთებენ ფაქტებზე დაყრდნობით და არა პოლიტიკური გემოვნებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებული რეზოლუციები უსამართლოა.

„რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტში ბოლო დროს საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება, გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებით. გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ ევროპარლამენტარები ჩვენი ქვეყნისგან დამნაშავე და მწამებლური რეჟიმის შემქმნელის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ასევე კარგად გვახსოვს როგორ ითხოვდნენ, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლას და ნიშნავს დაახლოებით 16%-მდე ეკონომიკური განვითარების უკუსვლას.

ასეთი განცხადებები როდესაც კეთდება და ასეთი უსამართლო რეზოლუციები მიიღება, შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად ვიმსჯელოთ. ევროპარლამენტში ჩატარებული ბოლო არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ ისეთი ძალები, რომლებიც ობიექტურად და პრაგმატულად უდგებიან საკითხებს. ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს და არ პოლიტიკური გემოვნებით, რომელიმე პოლიტიკური ძალა მოსწონთ თუ არ მოსწონთ. არაერთი ქვეყნის ოფიციალურ პირს უთქვამს, რომ ევროპარლამენტის და ევროპარლამენტარების განცხადებები არის პარლამენტის ცალკეული წევრების განცხადებები და მათ არავითარი შედეგი არ მოაქვს. მთავარია კომისიების გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძის თქმით, კარგია, რომ ევროპარლამენტში ისეთი პოლიტიკოსები არსებობენ, რომლებიც ფაქტებით საუბრობენ და არა აღქმებით.

„დამუქრება, თითის ქნევა, რომ თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან, რადგან მათთვის მისაღები და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება და პარტია არ აირჩიეს, კატეგორიულად მიუღებელია. ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის პოლიტიკოსს და ხალხს უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და პოზიცია, ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს, როდესაც ემუქრებიან, რომ ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილებას შეიძლება, საფრთხე შეექმნას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იქნება ორმაგი, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი, რომელიც ორ თანასწორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მისაღები არ არის.

ძალიან კარგია, რომ ისეთი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის ისეთი წევრები არსებობენ, რომლებიც ფაქტებს რეალურად აღიქვამენ და არ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ აღქმების შესახებ. არ ცდილობენ ნეგატიურ კამპანიაში იყვნენ ჩართულები, როგორც ეს ძალიან უნდათ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ოპოზიციას და იმ აგენტურას, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ ხოლმე. ძალიან კარგია, რომ ადამიანები ობიექტურ შეფასებებს აკეთებენ. მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე საუბრობენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავიანთი თვალით ნახეს. ძალიან კარგად გვახსოვს, 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს რამდენი უცხოელი აკვირდებოდა და როგორი კომენტარები კეთდებოდა, რომ მათ არავითარი დარღვევა არ უნახავთ. არავითარი ისეთი ფაქტი არ ყოფილა, რომელსაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ადამიანების ნებაზე ან საერთო ჯამში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა გორდულაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Reuters: ბორელს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება სურს
Öncəki yazı
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?