This is a specific ad

ევროკომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რათა ევროკავშირიდან უფრო მეტი მიგრანტის დეპორტაცია გახდეს შესაძლებელი

59

Another advertisement

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომლითაც ევროკავშირიდან უფრო მეტი მიგრანტის დეპორტაცია გახდება შესაძლებელი.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილშია ნათქვამი, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამჟამად ევროკავშირიდან სამშობლოში არალეგალი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა, რომლებიც ვალდებულნი არიან ევროკავშირი დატოვონ, ამას არ აკეთებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა იტალიისა და ალბანეთის მიერ შემუშავებული სქემიდან, რომლის მიხედვითაც, ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ნაწილს დროებით ალბანეთში გახსნილ ცენტრებში გადაიყვანენ, სადაც ისინი თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადის დამუშავების პერიოდში დარჩებიან.

იტალიისა და ალბანეთის მიერ შემუშავებული სქემით ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიც დაინტერესდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, უგანდაში უნდა გაგზავნონ ის მიგრანტები, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
მაშველებმა სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს
Öncəki yazı
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო