This is a specific ad

ევროკავშირის გიგანტური დროშის გამოფენა და პროექტი “ერთიანი საქართველო ევროპისთვის” დაწყება

74

Another advertisement

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით 9 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება მაშტაბური მსვლელობა, სადაც მოხდება ევროკავშირის გიგანტური დროშის გამოფენა, იგი სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა, ვარსკვლავები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკერებოდა, უნდა აღინიშნოს რომ მე-12 ვარსკვლავი აფხაზეთში დამზადდა და იქედან ჩამოვა. დროშის სიგანე 22 მეტრია, ხოლო სიგრძე 33 მეტრი.

აქციის ერთადერთ სიმბოლურ დატვირთვას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპელებს საკუთარი ხმა გააგონონ და უთხრან, რომ საქართველო ევროპულ მომავალს იმსახურებს. მსვლელობას ასევე შეუერთდებიან ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა მსვლელობას არ უერთდება საქართველოს მთავრობა.

8 დეკემბერს “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” პარტნიორ ორგანიზაციებთან – “სამხრეთ კავკასიაში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობასთან”, “ღია საზოგადოების ფონდთან” და “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან” – ერთად დაიწყო პროექტი “ერთიანი საქართველო ევროპისთვის”. რომელიც 33-თვეს მოიცავს, მისი მხარდამჭერი ევროკავშირია. 17:00 საათზე გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყვების ელჩების ნაწილთან, რომლებიც სიტყვით გამოსვლისას ხაზგსმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშია. სიტყვით გამომსვლელებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ წარსულზე, გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის რეპრესიბს ემსხვერპლნენ, მათი ევროპული მისწრაფებების გამო, მათ შორის ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, ტიციან ტაბიძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვა, ეს რა თქმაუნდა მცირედი ჩამონათვალია იმ პირებისა ვინც ევროპული სიტყვის და თავისუფლების გავრცელებას შეეწირა.

ასევე ისაუბრეს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 დეკემბერი, დღე როდესაც ევროკავშირმა უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით.

პროექტის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ექსპონატები “იმ ქართველ ისტორიულ მოღვაწეებსა და/ ან ისტორიულ ფაქტებზე, რაც ადასტურებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების ერთგულებას ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისადმი, საქართველოს ისტორიულ კავშირს ევროპასთან”.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

“დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანალიტიკური მოხსენებების მომზადება სახელმწიფო და ევროპულ პოლიტიკაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდასაჭერად.”

კოალიციების და ქსელების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით – „ევროპული ინტეგრაციის რეგიონული სამოქალაქო საბჭოების“ და „ევროპული ინტეგრაციის მედია კოალიციის ჩამოყალიბება“.

ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (პრიორიტეტით ადგილობრივ ორგანიზაციებზე) იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ახალისებენ და ხელს უწყობენ.

იურიდიული დახმარების რეგიონული ბიუროების გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იურიდიული დახმარების გასაწევად.

საქართველოს სკოლებში ევროპის შესახებ ლექციების ჩატარება და ევროპული ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისთვის

მედიაპროდუქტების მომზადება კრეატიული სააგენტოების, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კომპანიების ჩართულობით.

ევროკავშირის საინფორმაციო ავტობუსისა და კარდაკარის კამპანიის ორგანიზება საქართველოს გარშემო;მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელი ეპიზოდი მედიცინის ისტორიიდან.
Öncəki yazı
რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე €133.4 მილიონს შეადგენს – ევროპის საბჭო