This is a specific ad

ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს

63

Another advertisement

ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას აღნიშნა.

„რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში დღეს ჩავიდა. ეს მისი მერვე ვიზიტია კიევში.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარმა გამყარება დაიწყო
Öncəki yazı
მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, წერტილი დავსვი მე – გიორგი გახარია