This is a specific ad

ევროკავშირი რუსული გაზის აზერბაიჯანულით შეცვლას აპირებს

90

Another advertisement

ევროპას გაზი უკრაინის გავლით მიეწოდება, რომელსაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. ოფიციალური კიევი არ გეგმავს რუსეთთან არსებული შეთანხმების გაგრძელებას. უკრაინული კომპანია ნაფტოჰაზის წარმომადგენელი, ალექსეი ჩერნიშოვის განცხადებით ტრანზიტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უკრაინას აქვს და მას სამომავლოდ გამოიყენებს კიდეც. ევროპა კი ტავის მხრივ კიევთან განიხილავს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შენარჩუნების ვარიანტს – შეიცვალოს რუსეთის გაზი აზერბაიჯანულით.

იმ შემთხვევაში თუ ევროპა გაზს აზერბაიჯანიდან შეიძენს ერთადერთი ქვეყანა რომელმაც ამით შეიძლება სარგებელი მიიღოს იქნება სლოვაკეთი, ტრანზიტის მსგავს შესაზლებლობაზე სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა, რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ მაისში ისაუბრა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმების მიღწევა, მაშინ ბრატისლავა შეძლებს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტირებას და რომ მას აქვს იმის რესურსი, რომ გაზის ნაწილი თავისთვის დაიტოვოს, ხოლო ნაწილი ევროპის დანარჩენ ქვეყნებს მიაწოდოს.

ევროპაში რუსეთის გაზის უკრაინის გავლით გადაქაჩვის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა. დღეის მდგომარეობით კი მისი უმთავრესი მომხმარებლები ავსტრია და სლოვაკეთი არიან. უკრაინა კატეგორიულად უარყოფს გაზპრომთან შეთანხმებას. კიევი აცხადებს, რომ ევროპულ კომპანიებს შეუძლიათ უკრაინული ინფრასტრუქტურა დაიქირაონ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსული გაზის, აზერბაიჯანულით ცანაცვლების გადაწყვეტილებას ქვეყნები წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ. გადაწყვეტილებაზე ასევე გავლენა შეიძლება იქონიოს ბრძოლის ველზე შექმნილმა ვითარებამ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება
Öncəki yazı
Rusiyanın “Azimut” aviaşirkəti Kutaisiyə uçuşlara başlayır