This is a specific ad

ეგვიპტის პრეზიდენტი პირველად 12 წლის განმავლობაში თურქეთში ჩადის – Reuters

23

Another advertisement

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს იქნება ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბოლო 12 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ეგვიპტეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვია.

თურქეთში ალ-სისი ერდოღანს შეხვდება. “თურქეთისა და ეგვიპტის ურთიერთობები ყველა ასპექტში იქნება განხილული, განიხილება აგრეთვე შესაძლო ნაბიჯები სამომავლო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, – ციტირებს სააგენტო თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს.

გარდა ამისა, ალ-სისი და ერდოღანი ისრაელის ომს ღაზის სექტორში განიხილავენ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, 150 მეხანძრე-მაშველი, ცოცხალი ძალა – ბორჯომის ტყეში ხანძარს ებრძვიან
Öncəki yazı
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ბორჯომის ტყეში ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული და კონტროლს ექვემდებარება