This is a specific ad

დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

15

Another advertisement

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში.

1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება.

1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა “ლექსები” და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა.გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში.

თბილისის ლიტერატურის მუზეუმში 100 000 დოკუმენტისგან შემდგარი არქივი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე.აზერბაიჯანელ პოეტებს შორის ექსპერტთა ყურადღებას უფრო იპყრობს იმირ მამადლის, ალავერდი თაჰლალის და ჰამზალი ილიასლის თარგმანები.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Bu gün görkəmli gürcü şairi Qalaktion Tabidzenin doğum günüdür
Öncəki yazı
Cənubi Koreya it ətinin istehlakını qadağan edir