დღეიდან მასწავლებელთა ხელფასების ახალი მექანიზმი ამოქმედდა

70

Another advertisement

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდა.

ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზარდა.

„დღეს, სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით – 8000-მდე, 700 ლარით – 5000 -მდე, 800 ლარით – 3000 – მდე პედაგოგს ეზრდება, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს. დაახლოებით, 25% მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400-ლარამდე ეზრდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე, მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს“.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის  №108/ნ ბრძანების, რომელიც საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენას ეხება, თანახმად ძალადაკარგულად ცხადდება მინისტრის წინა ბრძანება, რომელიც ძალაში 2024 წლის 15 სექტემბრიდან შევა.

მასწავლებლის ანაზღაურების გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ოდენობა, კერძოდ:

  •  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 20 ლარი;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,   აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება – 40 ლარი;
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 100 ლარი.

ასევე განისაზღვრება მასწავლებლის სამუშაო გამოცდილებაც, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის სამუშაო გამოცდილება 0-დან 5 წელია, მაშინ საათობრივი ანაზღაურება – 15 ლარს შეადგენს; 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის ანაზღაურება – 30 ლარს შეადგენს; ხოლო  10 წლის ზემოთ – 45 ლარს.

რაც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურებას,მისი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად ასე გამოყურება:

საგაკვეთილო საათი კვირაში სამუშაო დატვირთვის თანამდებობრივი სარგო
1 საათი 96 ლ.
2 საათი 192 ლ.
3 საათი 288 ლ.
4 საათი 384 ლ.
5 საათი 480 ლ.
6 საათი 576 ლ.
7 საათი 672 ლ.
8 საათი 768 ლ.
9 საათი 864 ლ.
10 საათი 960 ლ.
11 საათი 1,056 ლ.
12 საათი 1,152 ლ.
13 საათი 1,248 ლ.
14 საათი 1,344 ლ.
15 საათი 1,550 ლ.
16 საათი 1,630 ლ.
17 საათი 1,710 ლ.
18 საათი 1,790 ლ.
19 საათი 1,870 ლ.
20 საათი 1,950 ლ.
21 საათი 2,030 ლ.
22 საათი 2,110 ლ.
23 საათი 2,190 ლ.
24 საათი 2,270 ლ.
25 საათი 2,350 ლ.

განსხვავებულია ანაზღაურება კლასკომპლექტით სწავლების შემთხვევაში და შეადგენს – 40,50 ლარს; ასევე არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40,50 ლარს და  კლასის დამრიგებლებისთვის – 101,25 ლარი.

Kateqoriya: Təhsil
Sonrakı yazı
İspaniya millisinin futbolçularına veriləcək mükafatın məbləği bəlli olub
Öncəki yazı
Bu gündən müəllimlərin maaşları ilə bağlı yeni mexanizm qüvvəyə minir