This is a specific ad

დონალდ ტრამპი – სამშენებლო მაგნატი და ლამაზი ქალების მოყვარული მილიარდერი, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა

45

Another advertisement

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია, რომელმაც სახელი პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაითქვა – ლამაზი ქალების მოყვარული მილიარდერი, რომელიც რეალითი შოუების ხშირი სტუმარი იყო, ჰოლივუდურ ფილმებში ჩანდა, ცათამბჯენებს და კაზინოებს აშენებდა და ყველგან თავის  სახელს აწერდა…

დონალდ ჯონ ტრამპი ნიუ-იორკში, უძრავი ქონების მაგნატის, ფრედ ტრამპისა და მისი მეუღლის მერი ანის ოჯახში დაიბადა. დონალდის გარდა, ოჯახს კიდევ ოთხი შვილი ჰყავდა. მომავალი პრეზიდენტის მშობლები შოტლანდიელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ამერიკაში 17 წლის ასაკში მოხვდნენ. დონალდის ბებია (მამის დედა) ელისაბეტ ტრამპი მეწარმე ქალი იყო, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 18 წლის ვაჟთან ერთად სამშენებლო კომპანია E. Trump & Son დააფუძნა, რომელიც ათწლეულების შემდეგ მრავალმილიონიანი ბიზნესი გახდა.

განათლება

ხუთი წლის ასაკში დონალდ ტრამპი ქუინსის კერძო სკოლაში ჩაირიცხა, 13 წლის ასაკში კი სწავლა ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში გააგრძელა. მომდევნო ორი წელი დონალდი ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში მოხვდა, რომელიც 1968 წელს დაამთავრა.

სამშენებლო ბიზნესი

ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს, დონალდმა ზაფხულობით მამის კომპანიაში – E. Trump & Son-ში მუშაობა დაიწყო, რომელიც ნიუ იორკში  საცხოვრებელ სახლებს აშენებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, დონალდი ბიზნესის ნაწილი ოფიციალურად გახდა. ტრამპმა აღიარა, რომ კომპანიაში შესვლამდე მამისგან ბიზნესის განვითარებისთვის „მცირე“ სესხი – ერთი მილიონი დოლარი მიიღო.

1970-იანი წლების დასაწყისში დონალდი კომპანიის პრეზიდენტი, მამამისი კი გამგეობის თავმჯდომარე გახდა. მალე კომპანიამ სახელი შეიცვალა და დღემდე The Trump Organization -ის სახელით მუშაობს.

კომპანიამ, რომელიც მანამდე სახლებს ბრუკლინსა და ქუინსში აშენებდა, ტრამპის ხელმძღვანელობით მანჰეტენის განვითარება დაიწყო. მაგალითად, 1980 წელს მან მოძველებული სასტუმრო Commodore მდიდრულ Grand Hyatt New York-ად გადააქცია.

ტრამპის ყველაზე ცნობილი შენობა 68-სართულიანი Trump Tower-ია, რომელიც 1983 წელს, მეხუთე ავენიუზე გაიხსნა. კოშკში მდებარეობს სასტუმრო, საოფისე ფართები და ბინები იჯარით. Trump Tower ამერიკული კულტურის ნაწილად იქცა. ის წარმოდგენილია GTA სერიის თამაშებში, ფილმებში “The Dark Knight” და “Transformers”.

ტრამპ თაუერი თავად დონალდ ტრამპის სიმბოლოა, სადაც მილიარდერმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, ტრამპის სახელის მქონე შენობები ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთააც აშენდა. მაგალითად, ჩიკაგოში – Trump International Hotel and Tower, მუმბაიში, სტამბულსა და ფილიპინებში.

ჟურნალისტებმა 400-მდე კომერციული ორგანიზაცია დათვალეს, რომელშიც დონალდ ტრამპის სახელი ფიგურირებს. მხოლოდ თავისი ბრენდის ლიცენზირებით ტრამპმა 9,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

1980-იან წლებში ტრამპმა მანჰეტენის ცნობილი სასტუმრო პლაზა და ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს მამული შეიძინა, რომელიც განაახლა და კერძო კლუბად აქცია. იმავდროულად, ტრამპმა ნიუ ჯერსიში სასტუმრო-კაზინო გახსნა, თუმცა აზარტული თამაში, როგორც ბიზნესი მისთვის წამგებიანი აღმოჩნდა და ოთხი გაკოტრება გამოიწვია.

დონალდ ტრამმა ბიზნესმენებისთვის სახელმძღვანელობისა შექმნაზეც იზრუნა. ექსპრეზიდენტის ყველაზე ცნობილი წიგნებია:

„გარიგების დადების ხელოვნება“

„როგორ გავმდიდრდეთ“

„იფიქრე მილიარდერივით“

“ამერიკა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ”.

სილამაზის კონკურსები

სახლების აგების პარალელურად, დონალდ ტრამპმა საკუთარი გართობის იმპერია ააშენა. 1996 წლიდან 2015 წლამდე ის იყო კომპანია Miss Universe-ის თანამფლობელი, რომელიც ფლობს Miss Universe, Miss USA და Miss Teen USA სილამაზის კონკურსებს.

1999 წელს ტრამპმა სამოდელო სააგენტო Trump Model Management დააფუძნა, სადაც მისი ყველა ცოლი და ქალიშვილი მოდელად მუშაობდა. სააგენტომ 18 წელი იარსება და 2017 წელს დაიხურა.

რეალური შოუ

2004 წელს ტრამპმა რეალითი შოუზე The Apprentice აღმასრულებელ პროდიუსერად და წამყვანად მუშაობა დაიწყო. პროგრამის მონაწილეები ტრამპის ერთ-ერთ კომპანიაში თანამდებობის დაკავებისთვის იბრძოდნენ. როგორც მილიარდერმა თავის საშემოსავლო დეკლარაციაში აღნიშნა, პროგრამის არსებობის მანძილზე ტელეარხიდან $213 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

კინო

მომავალ პრეზიდენტს ეკრანზე გამოჩენის სურვილი ყოველთვის ჰქონდა და საბოლოდ, 13 ფილმის ეპიზოდურ როლში გამოჩნდა. „მარტო სახლში 2“-ში ტრამპს ეპიზოდური როლი სასტუმრო პლაზაში სცენის გადაღების სანაცვლოდ მისცეს.

პირადი ცხოვრება

დონალდ ტრამპი სამჯერ იყო დაქორწინებული და ხუთი შვილი ჰყავს. ექსპრეზიდენტის პირველი ცოლი ივანა ტრამპია, რომლის ქალიშვილობის გვარი ზელნიჩკოვა გახლავთ. ივანა ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, შემდეგ საცხოვრებლად კანადაში წავიდა და მოდელი გახდა. 1977 წელს ივანა დონალდზე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა.

წყვილი 1990 წელს დაშორდა. ამ დროისთვის ყველამ იცოდა, რომ ბიზნესმენს საყვარელი ჰყავდა და ის მსახიობი მარლა მეიპლსი იყო, როელიც მისი მეორე ცოლი გახდა. ივანასთან განქორწინების პროცესი 1992 წელს დასრულდა.

მარლა ნეიპლსი

ტრამპი თავის საყვარელზე 1993 წელს დაქორწინდა და ამ ქორწინებაში ქალიშვილი შეეძინა.

წყვილი ერთმანეთს 1997 წელს დაშორდა. წინასაქორწინო შეთანხმების თანახმად, მეიპლსმა ყოფილი ქმრისგან ორი მილიონი დოლარი, ხოლო ივანა ტრამპმა 25 მილიონი მიიღო.

მელანია ტრამპი

დონალდ ტრამპის მესამე და ამჟამინდელი მეუღლე 23 წლით უმცროსი სლოვენიელი მოდელი, საათებისა და სამკაულების დიზაინერი მელანია ტრამპია (ნე კნავსი). წყვილი 2005 წელს დაქორწინდა. მდიდრული ქორწილზე მიწვეულ სტუმრებს შორის ბილ კლინტონი და მისი ცოლი, ჰილარი კლინტონიც იყვნენ, რომელიც საპრეზიდენტო რბლაში  ტრამპის კონკურენტი გახდა.

შვილები

პირველ ქორწინებაში დონალდ ტრამპს სამი შვილი ჰყავდა: დონალდ ტრამპ უმცროსი (1977), ივანკა ტრამპი (1981) და ერიკ ტრამპი (1984). ყველა მათგანი ჯარედ კუშნერთან პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა, როდესაც ტრამპი თეთრ სახლს ხელმძღვანელობდა.

ტიფანი ტრამპი (1993) – დონალდ ტრამპისის ქალიშვილია მეორე ქორწინებიდან, რომელიც მოდელად მუშაობს და მღერის. ტიფანი აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკელების აქციებსა და მამის წინასაარჩევნო კამპანიაში.

ბარონ ტრამპი (2006) – უმცროსი ვაჟი, მესამე ქორწინებაში დაიბადა. მამასთან ერთად მონაწილეობდა რეალითი შოუში “კანდიდატი”. თავისუფლად საუბრობს სლოვენიურად.

და ბოლოს, დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნეს – რამდენიმე დღის წინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ექსპრეზიდენტი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ტრამპს ახლა პირობითი სასჯელი, ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ეს ხელს არ უშლის რომ საპრეზიდენტო რბლაში მონაწილეობა მიიღოს და დიდი ალბათობით, გაიმარჯვოს.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
როგორც შავი და თეთრი ფერი ისე განსხვავდება 2012 წლის საქართველო და 2024 წლის საქართველო – ირაკლი ღარიბაშვილი
Öncəki yazı
ჩემი და ჩემი ოჯახის მკვლელობის მცდელობა სერიოზული შეცდომა იყო – ნეთანიაჰუ