Another advertisement
ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცა ყველა ახალგაზრდა დამხმარეს, რომელიც ჩართული იყო პროექტის ,,თაობათაშორისი მიმოცვლის კომპონენტის ხანდაზმულთათვის პლანშეტის სწავლების პროგრამაში”. დატრენინგებული ახალგაზრდები, იმ ხანდაზმულებს, რომლებიც ჯანმრთელობის გამო ვერ ახერხებდნენ დღის ცენტრში სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას, სახლის პირობებში აწვდიდნენ სერვისს, რომელიც ითვალისწინებდა თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას.
შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მეგი ედიბერიძე ესწრებოდა.