This is a specific ad

დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარედგინა

74

Another advertisement

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

5 ბრალდებულიდან დაკავებულია სამი, რომელთაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენი ორი ბრალდებულის ადგილმდებარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისზიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს დ თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით – 10 108 695 ლარს დაეუფლნენ.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ABŞ səfiri: “Qlobal müharibə partiyası”nın üzvü olmağımıza dair dezinformasiyalar yayılır”
Öncəki yazı
Əsas istehlak məhsullarının qiyməti necə dəyişdi