This is a specific ad

დიდი გაბარიტების ავტომობილების მფლობელების საყურადღებოდ

64

Another advertisement

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის, ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა, მისი ინიციირება ბიუროს ხვალინდელ, 9 დეკემბრის, სხდომაზე მოხდება.

პროექტის თანახმად, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველი განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.

ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს. მოქმედი ნორმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, რომელიც განმარტავს, რომ დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, აქედან 27 ათასზე მეტი დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რაც ე.წ. საცობებს ქმნის და ზრდის საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკებს, განსაკუთრებით პიკის საათებში.

„დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების ავარიების შემთხვევაში გადაადგილების გაცილებით უფრო დიდი ხნით შეფერხება ხდება, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს პიკის საათის გახანგრძლივებას, რაც დარეგულირებას საჭიროებს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Beynəxalq Əl-Mustafa Universitetinin müdiri Hacı Faiq Nəbiyevi təbrik edib – FOTO
Öncəki yazı
USAID-in Qafqaz ofisinin fəaliyyəti qadağan edilib