This is a specific ad

დიახ, მე მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი – ბაიდენი

57

Another advertisement

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის მოხუცია, თუმცა მხოლოდ სამი წლით არის ტრამპზე უფროსი.

„დიახ, მე მოხუცი ვარ. მაგრამ, ერთის მხრივ, მე ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი, ხოლო მეორეს მხრივ, ჩემი გონებრივი სისხარტე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. 3,5 წელიწადში მე იმაზე მეტი გავაკეთე, რასაც ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი გააკეთებდა დიდი ხნის მანძილზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგ ადამიანს მისი ასაკის ეშინია, და თქვა, რომ „ეს ლეგიტიმური კითხვაა“.ჟურნალისტის კითხვაზე, ეკითხება თუ არა ის ვინმეს რჩევას დარჩეს წინასაარჩევნო რბოლაში თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ მხოლოდ საკუთარ თავს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
Öncəki yazı
Gürcüstanda zəlzələ baş verib