This is a specific ad

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

20

Another advertisement

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათაისუფლებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას სოციალურ ქსელში, დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ავრცელებს – “7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!”

დეკანოზი 7 წლიან სასჯელს ეგრედწოდებუი ციანიდის საქმის გამო იხდიდა, უკვე 5 წელია, რაც დეკანოზი პარალიზებულია, ამ ეტაპზე ოჯახი სამომავლო გეგმებზე არ საუბროს, როგორც თავად აცხადებენ, ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, სხვადანარჩენზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

დეკანოზ გიორგი მამალაძე პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს, უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, რომელსაც მისმა დაცვის მხარემ 2023 წლის ნოემბერში მიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან – რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. „ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyədə avtobus qəzası baş verib – 19 nəfər yaralanıb – FOTO
Öncəki yazı
წყალდიდობა თურქეთში