This is a specific ad

დედამიწას გეომაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება, რომელიც სავარაუდოდ, 2025 წლამდე გაგძელდება

60

Another advertisement

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ძლი­ე­რი მზის ქა­რიშ­ხა­ლი და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ეს და­სას­რუ­ლი არ არის და დე­და­მი­წას ძლი­ე­რი გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი უახ­ლოვ­დე­ბა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2025 წლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

 

მზის ქა­რიშ­ხლე­ბის­გან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა გე­ო­მაგ­ნი­ტურ­მა ტალ­ღებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ან­გრი­ოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსე­ლე­ბი, ჩა­ახ­შოს რა­დი­ო­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის ეკი­პა­ჟებ­მა გა­მოს­ხი­ვე­ბის სა­ში­ში დონე მი­ი­ღონ და გა­ა­ნად­გუ­როს სა­ტე­ლი­ტე­ბი.

 

გა­სულ წელს, მზემ ახა­ლი, 11-წლი­ა­ნი ციკ­ლი და­ი­წყო და 2025 წელს პიკს მი­აღ­წევს. მეც­ნი­ე­რე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბით, ეს პრო­ცე­სი მრა­ვა­ლი რის­კის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­ყა­როს­თვის.

 

მსგავ­სი მოვ­ლე­ნა ბო­ლოს 1859 წელს და­ფიქ­სირ­და – ე.წ. კე­რინგტო­ნის მზის ქა­რიშ­ხალ­მა ცე­ცხლი წა­უ­კი­და ტე­ლეგ­რა­ფის მავ­თულს, გა­წყვი­ტა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­ა­ფერ­ხა გე­მე­ბის კომ­პა­სე­ბის მუ­შა­ო­ბა.

რა არის გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი და რო­გორ მოქ­მე­დებს ის ადა­მი­ან­ზე

 

გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის დროს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ველი ირ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მზე­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი იწ­ვევს. ასეთ­მა რყე­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს რო­გორც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

 

მეც­ნი­ე­რებ­მა აქამ­დე ვერ და­ად­გი­ნეს, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე. ასეთ დღე­ებ­ში ცუდი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვა­დე­ბე­ბი უაქ­ტი­ურ­დე­ბათ. ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი კი ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად გრძნო­ბენ მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხალს.

 

ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის დროს, სის­ხლის შე­ს­ქე­ლე­ბა იმა­ტებს. თუ ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ მყო­ფის­თვის, ინ­სულ­ტის ან გუ­ლის შე­ტე­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge • Az მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ შაუმიანში, ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახლ-მუზეუმში, ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართა
Öncəki yazı
ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა