This is a specific ad

დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ – „ენერგო-პრო ჯორჯია“

56

Another advertisement

უამინდობის გამო გამოწვეულმა ყინულმოცვამ, მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც დასახმარებლად კომპანიის დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

რთული მდგომარეობა იყო ასევე წალენჯიხაში, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადებმა, აქ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა უკვე მოახერხეს. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს დაბალ ძაბვაში, სადაც მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტეოსადენები, ფიდერები და სხვა ინფრაქსტუქტურა.

ზემო აჭარის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სატაბილურად მიეწოდება. ხულოს, ხელვაჩაურის და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქაც ოპერატიულად მიმდინარეობს.

„ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში, დღის ბოლომდე აღუდგებათ“, – აცხადებენ კომპანიაში. 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მთავრობამ 130 მლნ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების ენერგეტიკული პროექტები დაამტკიცა
Öncəki yazı
Türkiyə sərhədinə bitişik bölgədə bir-birinin ardınca partlayış səsləri eşidildi