This is a specific ad

დანიაში, ყურანის დაწვის გამო, სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება

15

Another advertisement

დანიის პოლიცია ყურანის დაწვის გამო სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს, – ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხელისუფლებამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს, ვინ შემოდის დანიაში, რათა კონკრეტულ და აქტუალურ საფრთხეებზე რეაგირება მოხდეს“, – ნათქვამია დანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება მინიმუმ 10 აგვისტომდეა დაგეგმილი.„ყურანის დაწვამ, როგორც უსაფრთხოების პოლიციამ განაცხადა, გავლენა მოახდინა უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე“, – განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა.

შეგახსენებთ, ანტიისლამურმა აქტივისტებმა დანიასა და შვედეთში ბოლო თვეებში მუსლიმთა წმინდა წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი დაწვეს, რამაც მუსლიმური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია.

სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა შვედეთმაც. ამასთან, ყურანის დაწვის ფაქტები ორივე ქვეყნის მთავრობებმა დაგმეს და განაცხადეს, რომ განიხილავენ ახალ კანონებს, რომელიც ამგვარ ქმედებებს აკრძალავს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
Öncəki yazı
ბათუმში უქმეებზე დაგეგმილი ყველა კონცერტი გაუქმდა