გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

85

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო (ძლიერი თოვა, ქარი) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
MONEYVAL-ის მიერ შეფასებული ევროსაბჭოს წევრი 27 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას და მათ შორის საქართველოს აქვს ასეთი მაღალი შეფასება – ნათია თურნავა
Öncəki yazı
Reuters: რუსეთმა ინდოეთთან ნავთობის მიწოდებაზე ისტორიაში ყველაზე დიდი შეთანხმება გააფორმა