Another advertisement
29 ოქტომბერს თურქეთში რესპუბლიკის დღეა.
ჩვენ, როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი და QafqazTurk Media გულწრფელად ვულოცავთ და ვუსურვებთ თურქეთის მოძმე ხალხს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი თანამემამულეების სახელით!
მსოფლიოში ძალაუფლების ცენტრად ქცეული ძლიერი თურქეთის რესპუბლიკის ყველა წარმატება, ჩვენს ქვეყანასთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა ისევე გვახარებს და შთააგონებს, როგორც საკუთარი წარმატებები. დღეს ჩვენ გვიხარია, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები უმაღლეს პიკზეა. ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დიდად უწყობს ხელს რეგიონის განვითარებას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ვუსურვებთ მოძმე თურქეთის რესპუბლიკას და მის ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას!