This is a specific ad

გერმანიამ უკრაინას სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტი გადასცა

77

Another advertisement

გერმანიის მთავრობამ კიევს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა, მათ შორის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, კერძოდ – 3 ცალი Gepard-ი – თვითმავალო საზენიტო სისტემა, რომლის საერთო რაოდენობამაც 52-ს მიაღწია და მისთვის განკუთვნილი 30 ათას 240 ცალ საზენიტო ჯავშანსატანკო საბრძოლო ჭურვი. ასევე დაუზუსტებელი რაოდენობის საბრძოლო მასალა Leopard 2 A6 მოდელის ტანკები. გერმანიას უკრაინისათვის 18 ასეთი ტანკი აქვს გადაცემული. 2500 ცალი 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, 25 ათასი 536 ცალი 40 მმ კალიბრიანი საბრძოლო მასალა, ორი WISENT 1 ტიპის ჯავშანმანქანა ჯამში 14 ასეთი მანქანა გადაეცა უკრანას, 10 ცალი სადაზვერვო დრონი Vector სათადარიგო ნაწილების კომპლექტით (ჯამში – 162 ცალი), სასაზღვრო სამსახურის ორი მანქანა (ჯამში – 243 ცალი); ორი სარაკეტო თავდაცვის სისტემა AMPS ვერტმფრენი (ჯამში – 4 ცალი), 8 ცალი მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანა Zetros-ი, რომლის ჯამური რაოდენობაც – 240-ს შეადგენს. ურაინას ასევე გადაეცა სანიტარიული საშუალებებიც.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს კიევმა ბერლინიდან 4,34 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღება მიიღო, წვრთნა გაიარა 10 ათასმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ. ჯამში კო 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, გერმანიამ უკრაინას 5,97 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.

ინფორმაციას გერმანიის მთავრობა თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე ავრცელებს.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს
Öncəki yazı
პეგასუსმა ქუთაისის აეროპორტიდან სტამბოლისა და ევროპის ქალაქების მიმართულებით ფრენა დაიწყო!