This is a specific ad

გერმანიამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამხედრო ოფიცერი დააკავა

15

Another advertisement

გერ­მა­ნი­ა­ში და­ა­კა­ვეს მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბა ედე­ბა ბრა­ლად – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც ტო­მას ჰ. ქა­ლაქ კობ­ლენცში, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. მა­მა­კა­ცი გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (bundeswehr) ოფის­ში მუ­შა­ობ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია თუ რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და ის რუ­სეთს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, 2023 წლის მა­ი­სი­დან ტო­მას ჰ. არა­ერ­თხელ და­უ­კავ­შირ­და რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ბერ­ლინ­ში და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

და­კა­ვე­ბუ­ლი ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქუთაისში 5 დღის გაუჩინარებული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
Öncəki yazı
კიმ ჩენ ინმა შეიარაღებულ ძალებს ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა