This is a specific ad

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის, 25 კილომეტრი სიგრძის გზას რეაბილიტაცია უტარდება

80

Another advertisement
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პავლე გამყრელიძესთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი სამ ლოტადაა დაყოფილი, ამჟამად მეორე ლოტის სამუშაოები მიმდინარეობს რომლის ფარგლებშიც დაიგება ორი ფენა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. აღსანიშნავია, რომ 6 კილომეტრი გზის ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 30 000 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.
Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ აშკალასა და გუმბათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Öncəki yazı
Qayçı itdiyinə görə hava limanında uçuşlar təxirə salınıb