This is a specific ad

გავანაწყენეთ ევროპელი ზოგიერთი პოლიტიკოსი იმით, რომ არ დავაწესეთ სანქციები, მაგრამ რა ვქნათ. სჯობს განაწყენდნენ სხვები, ვიდრე განაწყენდეს ქართველი ხალხი – პაპუაშვილი

36

Another advertisement

გავანაწყენეთ ევროპელი ზოგიერთი პოლიტიკოსი იმით, რომ არ დავაწესეთ სანქციები. დღესაც ხომ ვხედავთ, რომ წამოსაძახებელი აქვთ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„გუშინ ბატონმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სანქციებს არ ვუწესებთ[რუსეთს] და ნაწყენია ამაზე. გავანაწყენეთ ბევრი პოლიტიკოსი, მაგრამ რა ვქნათ. ჩვენთვის 10%-იანი ზრდა არის მნიშვნელოვანი და სჯობს განაწყენდნენ სხვები, ვიდრე განაწყენდეს ქართველი ხალხი.

ჩვენ, როდესაც არჩევანი გვაქვს სხვებსა და ქართველ ხალხს შორის, ვირჩევთ ყოველთვის ქართველ ხალხს, ხოლო, ოპოზიცია, როდესაც არჩევანი აქვს სხვებსა და ქართველ ხალხს შორის, ხაზს ვუსვამ, ყოველთვის, ირჩევს უცხოს იმისთვის, რომ მისი შექებაა მისთვის მნიშვნელოვანი და არა ქართველი ხალხის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“Taliban”ın yeni fərmanı – qadınlar bir-birinin səsini eşitməsin
Öncəki yazı
საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს – ჰერჩინსკი