This is a specific ad

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

68

Another advertisement

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველომ (OHCHR) გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირების რაოდენობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვმა სულ მცირე 24 614 ადამიანი შეადგინა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ – 11 743.

„2024 წლის აგვისტოში უკრაინაში, სულ მცირე, 184 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 856 კი დაიჭრა, რაც ამ თვეს 2024 წელს მსხვერპლის რაოდენობით მეორე ადგილზე აყენებს ივლისის შემდეგ“, – აღნიშნავენ ყოველთვიური ანგარიშის ავტორები.

მათი მონაცემებით, ივლისში, სულ მცირე, 219 სამოქალაქო პირი მოკლეს და კიდევ 1 018 დაიჭრა.

სამოქალაქო მოსახლეობაში დაზარალებულთა გაზრდილ რაოდენობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველო რუსეთის მხრიდან გახშირებულ მასობრივ იერიშებს უკავშირებს,

ანგარიშის ავტორები გამოყოფენ 26 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიან კოორდინირებულ თავდასხმას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ იერიშის შედეგად უკრაინის 15 რეგიონში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი უკრაინის ათ ოლქსა და კიევშიც. გაერო-ს ცნობით, 2024 წლის 22 მარტიდან ეს იყო მეცხრე მსგავსი თავდასხმა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ აგვისტოში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაინგრა 13 და დაზიანდა 38 საგანმანათლებლო დაწესებულება. ასევე, დაინგრა ორი და დაზიანდა 28 სამედიცინო დაწესებულება.

გაერო-ს მონაცემების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში სულ დაიღუპა 5692 მამაკაცი, 3534 ქალი, 338 არასულწლოვანი ბიჭი და 275 გოგონა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული 28 ბავშვისა და 1876 მოზრდილის სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2024 წლის მეორე კვარტალში, 574 300 000 დოლარი შეადგინა – საქსტატი
Öncəki yazı
ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს – პიტერ სტანო