This is a specific ad

გადავამოწმოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ეს 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი – კალანდარიშვილი

70

Another advertisement

საუბნო საარჩევნო კომისიები ფაქტობრივად, უკვე დაკომპლექტდა, – ამ განცხადებით გიორგი კალანდარიშვილმა მაყურებლის შეკითხვას უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.

 

„საოლქოებმა უკვე მოახდინეს შესაბამისი არჩევის პროცესი და 16 სექტემბერი იყო ბოლო ვადა, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაენიშნათ თავიანთი წევრები. უკვე დაიწყო გადამზადების პროცესი. ჩვენი სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს რიგ შემთხვევაში ოთხეტაპიანი, რიგ შემთხვევაში კი ხუთეტაპიანი ინტენსიური სწავლების ციკლის განხორციელებას, პროფილურ სწავლებას; აქაც განახლებული მოდულები გვაქვს, რომელიც პრაქტიკულ, პროფილურ სწავლებებზე არის ორიენტირებული და უკვე ისინი ფაქტობრივად, ჩაერთვებიან საქმიანობებში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რამე გამოსავალი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც მაგალითად, პირი რეგისტრირებულია ერთ ქალაქში, ერთ მისამართზე, მაგრამ მუდმივად ცხოვრობს სხვა ქალაქში და არჩევნებზე იმ ქალაქში წასვლას ვერ ახერხებს, სადაც რეგისტრირებულია, ცესკო-ს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამომრჩეველი სიაში შეიყვანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირი რეგისტრაციის ადგილს იცვლის და მას არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს, რეგისტრაციის პროცედურა შესაბამის ლოკაციაზე უნდა გაიაროს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით.

შეკითხვაზე, როგორ და სად უნდა მისცენ ხმა უმისამართო მოქალაქეებმა, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მისამართის არმქონე მოქალაქემ თავისი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში უნდა გადაამოწმოს პირადი ნომრისა და გვარის მითითებით ცესკო-ს ვებ გვერდზე, აპლიკაციაში და სოციალურ ქსელებში.

 

“თუ მისი სიაში მოძიება არ ხდება, მოქალაქეს შეუძლია, დარეკოს ცხელ ხაზზე -2 51 00 51 ცესკო-ში, ჩვენ თვითონ დავეხმარებით და ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ გადამოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს ბაზაში არ აღმოჩნდება, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მაყურებელს და ამომრჩეველს – გადავამოწმოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში. თუ არსებობს რამე უზუსტობა, ეს უზუსტობა არ ნიშნავს აუცილებლად შეცდომას. ეს არის ლეგიტიმური შემთხვევები, როდესაც პირმა მაგალითად, გაასხვისა საკუთრება და ახალი საკუთრების შემთხვევაში მას აქვს ვალდებულება, გადაეწეროს და შესაბამისი რეგისტრაცია განახორციელოს, თავისი და ასევე, ოჯახის წევრების“, – განაცხადა კალანდარიშვილმა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მოქალაქეებს ამ თვალსაზრისით აქტივობისკენ მოუწოდა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İvanişvili: Milli Hərəkat 2008-ci ildə baş verən dəhşətli faciəyə görə məsuliyyət daşıyır
Öncəki yazı
20 Sentyabr tarixinə olan valyuta məzənnəsi belə olacaq