ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

149

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

მან აგრეთვე მეორე ბრძანებულებაც გამოსცა, რომლის თანახმადაც დროებითი ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ გლავჩევი იქნება.

ბულგარეთში 2021 წლიდან პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანაში ექვსი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება დღემდე ვერ ხერხდება.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
მაკრონმა, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, მემარცხენე კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა
Öncəki yazı
პოლიციამ დააკავა მძარცველი, რომელიც დანაშაულის ადგილზე წიგნის კითხვამ გაიტაცა