This is a specific ad

ბოლო 10 წლის განმავლობაში იმერული ხაჭაპურის ფასი თითქმის გაორმაგდა – როგორია ქვეყანაში ხაჭაპურის ინდექსი

52

Another advertisement

2023 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირედით გაიზარდა და 6.48 ლარი შეადგინაი.

ISET PI-ში განმარტავენ, რომ ტრადიციულად, საშობაო და საახალწლო სუფრისთვის მზადების პერიოდში ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება, რასაც დღესასწაულების თანმდევი მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. 2023 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა: რძე – 1.3%, კარაქი – 1.2%, ფქვილი – 1%, ყველი – 0,2%. მაშინ, როცა საფუარისა (-5.3%) და კვერცხის (-0.2%) ფასები შემცირდა.

წინა წელთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ძირითად ქალაქებში შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა თელავში (-12.4%), შემდეგ – თბილისში (-6.9%), ქუთაისსა (-5.2%) და ბათუმში (-4.3%).ეს წლიური ცვლილება შეიძლება 2022 წელს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო განვითარებულ მოვლენებს მივაწეროთ, რის გამოც გასული წლის განმავლობაში ინდექსის ინგრედიენტების ფასები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. შედეგად, 2023 წლის ვარდნა წინა წლის ფასების უპრეცედენტო ზრდის შემდეგ ნორმალიზების მანიშნებელია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქართული მინერალური წყლის პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია
Öncəki yazı
ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 11თვეში 27,6 მლნ ტონამდე გაიზარდა