This is a specific ad

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 4 სოფლის მოსახლეობას შეხვდა

62

Another advertisement

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, “ქართული ოცნების” დელეგატი დავით შერაზადაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების ქვემო არქევანის, ზემო არქევანის, ხადავეთისა და მამხუთის მოსახლეობას შეხვდა.

QafqazTürk Media-ს ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას მერმა და პარტია “ქართული ოცნების” დელეგატმა სოფლის მოსახლეობის პრობლემები და მათი საჭიროებები სოფლის წარმომადგენლებთან ერთად მოისმინა.

მერმა დავით შერაზადაშვილმა პირობა დადო, რომ მოსახლეობის მიერ გამოთქმული პრობლემებისა და საჭიროებების მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

შეხვედრის მონაწილეებმა მერს მადლობა გადაუხადეს სოფლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
12-13 sentyabr tarixlərində havanın dəyişəcəyi gözlənilir
Öncəki yazı
Bolnisi bələdiyyəsinin meri seçkiöncəsi kampaniya çərçivəsində 4 kəndin əhalisi ilə görüşüb