ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა

1

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი კანონის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე.
ფორუმი გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჩოხელმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ შეხვედრის მონაწილეებს წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება და კანონიდან გამომდინარე სიახლეები გააცნო. ასევე ისაუბრა კანონის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
აღნიშნული კანონი თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. მისი მიზანი წყლის რესურსების დაცვა, წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და სააუზო მართვის სისტემის შემოღებაა. გარდა ამისა, ახალი კანონი ხელს შეუწყობს მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების სამართლიან განაწილებას.
ფორუმს პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვემო ქართლის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროცესს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარებასთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“.
0
0
Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
Marneuli şəhərinin 3 saylı uşaq bağçasında günəş fotoelektrik panelləri quraşdırılıb
Öncəki yazı
Gürcüstanla Rusiya arasında ticarət dövriyyəsi azalıb