This is a specific ad

ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია გაიმართება

16

Another advertisement

11-12 ივნისს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) გაიმართება, სადაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.

კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობების გაჯანსაღება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და სვა.

მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ოირველად მასპინძლობს და მასში მონაწილეობას მიიღებენ – ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საერტაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების ლიდერები, სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის მეთაურები და მინისტრები.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Fon der Lyayenin partiyası Avropa Parlamentinə seçkidə birinci oldu
Öncəki yazı
“კავკასიის არწივი – 2024”: უპილოტო საფრენი აპარატებით მტრის პოზიციებზე მოულოდნელი თავდასხმა განხორციელდა