This is a specific ad

ბათუმში, მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი, კლინიკიდან 2 კილოზე მეტი გაეწერა

53

Another advertisement

ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული თემესტია კლინიკა „მედინადან“ 2 კილოგრამზე მეტი გაეწერა. ინფორმაცია კლინიკის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

„ფაქტი, რომ ორსულობის მეხუთე თვეს დაბადებული 500 გრამიანი ახალშობილი კლინიკიდან 2 კილოზე მეტი, სრულიად ჯანმრთელი ეწერება, არის არა მხოლოდ „მედინას“, არამედ მთელი აჭარის სიამაყე.

უღრმესი მადლობა პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ჯუმბერ უნგიაძეს და ბავშვთა მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო გორგაძეს თავის გუნდთან ერთად, მათ მართლაც შეუძლებელი შეძლეს“, – განაცხადა ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილმა.

„თემესტია ჩვენი სიამაყეა“ – ამბობს „მედინას“ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო გორგაძე.

„უამრავი სირთულის მიუხედავად ჩვენ შევძელით უმცირესი წონის ახალშობილის გამოზრდა, თემესტიამ გადალახა ყველა კრიზისი და ის უკვე დიდი გოგოა, დამოუკიდებლად წოვს საწოვარას და აკმაყოფილებს ასაკის შესაბამის ყველა კრიტერიუმს, დადგა დრო ბედნიერი დღეები მშობლებთან ერთად გაატაროს. მოხარული ვართ, რომ გავახარეთ კიდევ ერთი წყვილი“, – ამბობს ნატო გორგაძე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საფრანგეთში ტყეებში, პლაჟებსა და საზოგადოებრივ პარკებში მოწევა აიკრძალება
Öncəki yazı
მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები – არესტოვიჩი