This is a specific ad

ახალციხეში 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

12

Another advertisement

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ღამის საათებში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა სამ საათში მოახერხეს. დამწვარია კორპუსის სახურავი და მეხუთე სართულზე განთავსებული ბინები, ხანძრის ჩაქრობა/ლოკალიზების პროცესში წყალი ჩავიდა და დააზიანა კორპუსის დანარჩენი სართულებიც, მეორე სართულამდე,  რის გამოც საჭირო გახდა 44 ოჯახის ევაკუირება. კორპუსის მაცხოვრებლებმა ღამე სასტუმროში გაათენეს.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცეცხლი კორპუსის სახურავზე დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Rusiya sülhməramlıları Azərbaycan ərazisini tam tərk edib
Öncəki yazı
Gürcüstanda iyunun 13-15-nə olan hava proqnozu