This is a specific ad

აშშ საელჩოს მილოცვა საქართველოს

121

Another advertisement

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი, საქართველოს ულოცავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებები ამ ქვეყნებს და მათ ხალხებს აძლევს იმედს და სტიმულს რეფორმების გასაგრძელებლად.„გილოცავთ ყველა ქართველს. გილოცავთ. დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. აშშ თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე – ევროპელები. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – ამბობს რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში.

Kateqoriya: Maraqlı, Siyasət
Sonrakı yazı
“Qarabağ”dan tarixi uğur – Azərbaycan klubu ilk dəfə pley-offa yüksəldi
Öncəki yazı
ბრალდებულის გადაწყვეტილებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ