This is a specific ad

აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა, არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი – ობამა

81

Another advertisement

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა. ეს განცხადება აშშ-ის პირველმა ფერადკანიანმა პრეზიდენტმა ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას გააკეთა.

მან მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა და მისი მიდგომები.

„ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი. ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ და ყველამ ვიცით, რომ მეორე სერია, როგორც წესი უარესია ხოლმე. ტრამპი გახლავთ 78 წლის მილიარდერი, რომელიც არ წყვეტს წუწუნს თავის პრობლემებზე, მას შემდეგ, რაც ცხრა წლის წინ თავის ოქროს ესკალატორზე დადგა. ეს მუდმივი ჩივილისა და უკმაყოფილების ნაკადი ახლა უარესი გახდა, რადგანაც მას ეშინია კამალა ჰარისთან მარცხის. ტრამპის ბავშვური ზედმეტსახელები, კონსპირაციის თეორიები, მხარდამჭერების რაოდენობის უცნაური აკვიატება. ამერიკა მზადაა, ახალი ფურცლის დასაწერად. ამერიკა მზადაა ახალი ისტორიისთვის, ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამასთან ერთად, ობამამ აღნიშნა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რთული ბრძოლა იქნება. მან მოუწოდა მხარდამჭერებს იბრძოლონ ისეთი ქვეყნისთვის, რომლისაც სჯერათ. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა და შეაქო ჯო ბაიდენი, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატობა კამალა ჰარისს დაუთმო.

„ჩირაღდანი გადაცემულია. ახლა ჩვენი ბრძოლის დროა ისეთი ამერიკისთვის, რომლისაც ყველა ჩვენგანს სჯერა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა“, – თქვა ბარაკ ობამამ.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება. ობამას თქმით, როდესაც აშშ იცავს საკუთარ ფასეულობებს, სამყარო უკეთესი ხდება.

„მსოფლიო გვაკვირდება, შევძლებთ თუ არა ამის მიღწევას. არც ერთი ქვეყანას და არც ერთ საზოგადოებას არასდროს უცდია, აეშენებინა ისეთი დიდი და მრავალფეროვანი დემოკრატია, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეს მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოვიდნენ აშშ-ში სამყაროს სხვადასხვა კუთხეებიდან. ჩვენს დემოკრატიაში ჩვენს ერთგულებას და ერთიანობას განსაზღვრავს არა კანის ფერი ან რასა, არამედ საერთო რწმენა. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს, სამყარო უფრო ნათელი ხდება, როდესაც არ ვიცავთ კი ის უფრო მოღუშულია, ხოლო დიქტატორები და ავტოკრატები თავს გაბედულად გრძნობენ და დროთა განმავლობაში ჩვენ ნაკლებად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. აშშ-ის არ უნდა იყოს მსოფლიოს პოლიციელი, ჩვენ ვერ ამოვძირკვავთ მთელ ძალადობას და უსამართლობას, მაგრამ ამერიკას შეუძლია და უნდა იყოს კეთილი ძალა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტებს, ებრძვის დაავადებებს. წინ წევს ადამიანის უფლებებს, იცავს პლანეტას კლიმატის ცვლილებისგან, იცავს თავისუფლებას, ამყარებს მშვიდობას. სწორედ ამის სჯერა კამალა ჰარისს და ყველა ამერიკელს”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

მანამდე, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით ასევე წარსდგა ბარაკ ობამას მეუღლე. მიშელ ობამამ ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა კამალა ჰარისს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
ველი ყარაჩაილი – აზერბაიჯანელი პოეტი – წარმოშობით საქართველოდან
Öncəki yazı
საგანგებო სიტუაციების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს