This is a specific ad

აშშ-ის კონგრესმა ენტონი ბლინკენი 19 სექტემბერს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის თაობაზე გამოკითხვაზე დაიბარა

73

Another advertisement

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავღანეთიდან 2021 წელს ამერიკული ჯარის გაყვანის თაობაზე 19 სექტემბერს მოსმენაზე დაიბარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.

მასში ნათქვამია, რომ ბლინკენი არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ჯარების გაყვანაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა. კომიტეტის მიერ ბლინკენისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ის რამდენჯერმე დაპატიჟეს მოსმენაზე, თუმცა ის არც ერთხელ არ მობრძანდა.

კონგრესის კომიტეტი აფრთხილებს ბლინკენს, რომ თუ ის ახლაც არ მოვა და საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს, მას სანქციები დაეკისრება.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Qoçulu kəndində oğurluq hadisəsi baş verib
Öncəki yazı
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ვალუტის ახალი კურსი