This is a specific ad

აშშ-ის გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა

48

Another advertisement

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი, რომლის თქმითაც, ასეთი ტიპის ძალადობა არის თავდასხმა დემოკრატიაზე.

„ჩვენ არ შევიწყნარებთ ასეთი ტიპის ძალადობას, ეს დემოკრატიაზე თავდასხმაა. იუსტიციის დეპარტამენტი აამოქმედებს ყველა შესაძლო რესურსს გამოძიებისთვის.

შემატყობინეს ყოფილ პრეზიდენტის მიტინგზე სროლის შესახებ და ვაცნობე პრეზიდენტს. გამოძიების ფედერალური ბიურო, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებლების ბიურო, პენსილვანიის პროკურატურა და დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების დანაყოფი ამჟამად მუშაობენ საიდუმლო სამსახურთან, შტატისა და ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან ერთად შემთხვევის ადგილზე ბათლერში, პენსილვანიაში“, – აღნიშნულია აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაში.

გენერალურმა პროკურორმა ასევე მიუსამძიმრა თავდასხმის შედეგად დაღუპულ და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
Donald Trampa sui-qəsd cəhdi