This is a specific ad

„აღმოაჩინეთ საქართველო კერძებით“ – ჟურნალი Belle About Town ქართული გასტრონომიის შესახებ

72

Another advertisement

ბრიტანული სამოგზაურო, კულტურისა და კულინარიის ჟურნალი Belle About Town საქართველოს კულინარიული პოტენციალის შესახებ წერს. გამოცემის მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი ლონდონში National Geographic Traveller Food Festiva-ზე საქართველოს კუთხეს ესტუმრა და მკითხველს ქართული კერძები და ღვინო გააცნო.

Geographic Traveller Food Festiva-ზე. ფესტივალს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  წამყვანი ქართველი შეფები და სომელიეები შეუერთდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ფესტივალზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ და ღვინის მასტერკლასებში. მოეწყო დეგუსტაცია და დისკუსია ქართული კერძების შესახებ. სტუმრებმა აღმოაჩინეს ქართული მევენახეობის 8 ათასწლოვანი ისტორია. სომელიე ირაკლი  ჩოლობარგიამ სტუმრებს გააცნო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დაყენებული ღვინო“,-წერს მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს პირველად,  დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller-ის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Rusiyanın Lipetsk vilayətində hərbi aerodrom yanır
Öncəki yazı
ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ