This is a specific ad

აფხაზეთში საცურაო კოსტიუმით საჯარო სივრცეში სიარული აიკრძალა

14

Another advertisement

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საცურაო კოსტიუმით სიარული აიკრძალა. შეზღუდვა ძალაში დღეიდან შევიდა და მოქმედებს ყველგან, მათ შორის, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, სტადიონებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

საცურაო კოსტიუმის ტარება დასაშვებია მხოლოდ საცურაოდ განსაზღვრულ სანაპიროზე. კანონის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე 6000 რუბლით (დაახლოებით 65 დოლარით) დაჯარიმდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, დე ფაქტო პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები საბოლოო მოსმენით, 8 ივნისს მიიღო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Azərbaycan və Gürcüstan “yaşıl enerji” sahəsində əməkdaşlığı nəzərdən keçirib
Öncəki yazı
5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა