This is a specific ad

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

166

Another advertisement

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია მაშინ, როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოყვანილი ჰყავდა. ომის გამო აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალ მთიან სოფლ ახკერპში შიდა გზებზე რკინა-ბეტონის საფარი იგებ
Öncəki yazı
Azərbaycan və Türkiyə arasında hərbi-texniki əməkdaşlığın inkişaf perspektivləri müzakirə olunub