This is a specific ad

აფაგ მესუდი აზერბაიჯანის სახალხო მწერალი – გრძნობათა საუფლო (ამონარიდი ინტერვიუებიდან)

52

Another advertisement

* * *

…როცა ვწერ, ვგრძნობ, რომ ვიმყოფები ჩემი საწერი მაგიდისგან საკმაოდ მოშორებით, სიცარიელეში, სადაც უცხო ქარები ქრიან. ეს დაახლოვებით იმ მდგომარეობას ჰგავს, როცა ამ ქვეყნიდან საიქიოში, ანუ ცათა სასუფეველში გადადიხარ. ვფიქრობ, წერა, სინამდვილეში, გარდაცვალება და სრული გარდასახვაა.

 

* * *

…ვფიქრობ, ნაწარმოებს, რომელსაც ემოციები და ნერვები არ გააჩნია, ვერავითარი ენობრივი სტილი, დახვეწილი წინადადება და ხატოვანება ვერ გადაარჩენს.

 

 

* * *

…ჭეშმარიტი ლიტერატურა ერთიანი და განუყოფელია, მისი არა თუ კაცებისა და ქალების ნამოღვაწარად, არამედ ხალხებისა და ტერიტორიების მიხედვითაც კი დაყოფა-დანაწევრიანება არაა მართებული.

 

 

* * *

…ლიტერატურის ქალისა და კაცის ლიტერატურად დაყოფა იმ ტრადიციას მაგონებს, რომელსაც წვეულებებზე ხშირად შეხვდები. ხედავ, კარგი სუფრაა გაშლილი, მაგიდას ერთი მხრიდან მხოლოდ კაცები უსხედან, მეორე მხრიდან კი – ქალები. როგორც წესი, სუფრის თავი, ანუ საპატიო ადგილი კაცებისაა.

 

 

* * *

…ჩემის აზრით მწერლობა იბადება შენსავე სულში შენს თავთან მიმდინარე იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლიდან,  რომელიც გაჩაღებულია, რათა ამ ქვეყნად სული არ შეგეხუთოს და არ გაიგუდო.

 

 

 

* * *

…იყო დრო, როცა წერა ჩემთვის გადარჩენის საშუალება, ანუ თავისებური თავშესაფარი იყო, მას დიდხანს ვაფარებდი თავს, ახლა კი ეს ჩემი ცხოვრების წესია.

 

 

* * *

…სენა დოღანლიც კი, რომელმაც ჩემი შემოქმედების მიხედვით სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, ჩემი ქალი პერსონაჟების განცდებსა და სევდას განიხილავს, როგორც უფლებადარღვეული აღმოსავლელი ქალის განცდებსა და სევდას.

 

 

* * *

…თუ მიგაჩნია, რომ მხოლოდ განათლება, სპეციალობის დაუფლება, დაოჯახება და შვილების აღზრდაა შენი ცხოვრების მთავარი მიზანი, სულ ცოტა, სასაცილოა.

 

 

* * *

…ის, რაც ვიცხოვრე, არ მახსოვს. როგორც ჩემი ერთ-ერთი ნაწარმოების გმიორი იტყოდა: „ვერ ვიხსენებ იმას, რაც აქამდე იყო. თითქოს არცა ვყოფილვარ…“

 

* * *

…ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წარსულს ჩემს აწმყოსთან არაფერი აკავშირებს. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგჯერ გრძნობათა ქარტეხილები  იქ გადამისვრის ხოლმე, სადაც არც წარსული არსებობს და არც მომავალი.

 

 

* * *

…თეატრი მისტიკური სივრცეა. იქ ამბის ამა თუ იმ ნიუანსის შესაბამისად ზუსტად მოძებნილ სიტყვასა, თუ მოულოდნელ მოქმედებას შეუძლია მაყურებელთა დარბაზი თავდაყირა დააყენოს. ვფიქრობ, რომ დროა, ქვეცნობიერი სცენაზე გამოვიდეს. ყველაზე ფარული, იდუმალებით მოცული ზღუდეები, რომლის დალაშქვრაც არც პოეზიასა და არც პროზას შეუძლია  და რომლის წინაშეც სიტყვა უძლურია, მხოლოდ თეატრსა და მის სცენას შეუძლია გადალახოს.

 

* * *

…ყველაფერი, რაც იყო და რაც იქნება, თვითეული ჩვენთაგანის ქვეცნობიერში არსებობს.

 

 

* * *

…ადამიანი, როგორც ლიტერატურის საგანი, უკვე საკმაოდ დაძველდა.

 

 

* * *

…მრავალი რამ მინდა მოვუთხრო და გავუმხილო ადამიანებს. ჩემის აზრით ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება. სინამდვილე, რომელიც სულ ახლახანს ურყევი გვეგონა, ძაფწასულ წინდასავით ირღვევა და თავის ადგილს ჩვენს მიერ ჯერაც ბოლომდე გაუცნობიერებელ სიახლეებს უთმობს. მწერლობაც სწორედ იმ სიახლეების აღმოჩანაა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ომიდან რუსეთში დაბრუნებულმა მებრძოლებმა თანამოქალაქეები მოკლეს
Öncəki yazı
Ge/Azდააკავეს პირი, რომელმაც 21 400 აშშ დოლარისა და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა