This is a specific ad

“არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა “სომხური კარუსელი” – ერთი პირადობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი” – პრეზიდენტი

43

Another advertisement

მმარ­თველ პარ­ტი­ას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბის, რუ­სუ­ლი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ამ მარ­თლაც­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის რუ­სუ­ლი სტი­ლით და­გეგ­მვა­ში, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა Associated Press-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს იყო არ­ჩევ­ნე­ბის კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი სტი­ლის გა­ყალ­ბე­ბა.

“ეს მო­ი­ცავ­და დარ­ღვე­ვებს, მათ შო­რის და­ში­ნე­ბას, ზე­წო­ლას ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­შიც, სხვა­დას­ხვა დროს გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ეს მოხ­და ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან შერ­წყმით“, – აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

კი­თხვა­ზე, რას გუ­ლის­ხმობ­და ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

“სომ­ხუ­რი კა­რუ­სე­ლი“ – ჩვენ აქ ამას „სომ­ხუ­რი კა­რუ­სელს“ ვე­ძა­ხით, არ ვიცი, ისი­ნი „ქარ­თულ კა­რუ­სელს“ ეძა­ხი­ან თუ არა – რაც ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის წინ, მათ და­ი­წყეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის, პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა პრე­ტექ­სტით, ვე­რა­ვინ იგებ­და, რა­ტომ აკე­თებ­დნენ ამას. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ერთი და იმა­ვე პი­რის მიერ ხმის მი­სა­ცე­მად. ერთი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით და სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით, ეს და­ახ­ლო­ე­ბით, 17-ჯერ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. მათ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი ან ნომ­რე­ბი ჰქონ­დათ“, – აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ərdoğan İrakli Kobaxidzeni “Gürcü Arzusu” partiyasının seçkilərdəki qələbəsi münasibətilə təbrik edib
Öncəki yazı
10 ქვეყანა, სადაც კომუნალურები ყველაზე ძვირი/იაფია – რომელ ადგილზეა საქართველო?