This is a specific ad

“არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს” – კონსტანტინ ზატულინი

15

Another advertisement

არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს, – ამის შესახებ დსთ-ს სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძეს სურს თავი გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას არაფერს დაუთმობს.

„არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში არაფერს არ დაუთმობს“, – აცხადებს ზატულინი.

ზატულინმა აღნიშნა, რომ ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლით არის გამოწვეული, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება, რამაც საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.

რუსი პოლიტიკოსის თქმით – „სავარაუდოდ ეს გამოწვეულია შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან ერთად გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ კანონს მხარი დასავლეთის სურვილის საწინააღმდეგოდ დაუჭირეს, მაინც იმაზე მეტყველებს, რომ „ჩვენ რეალურად არ ვართ რუსეთის გავლენის ქვეშ“.  „ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რუსეთთან წინააღმდეგობაშია და ჩვენს პოლიტიკაში არსებულ გარკვეულ პრიორიტეტებზე  შეგიძლიათ მშვიდად იყოთ“.  ის შიდა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე თავს იმართლებს“.

მანამდე ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე – მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს “ბოროტისგან მსჯელობა” უწოდა.

„ვერავინ აუკრძალავს სპეკულაციას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან – ეს მხოლოდ სპეკულაციაა. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მთავარია, რომ კანონში დანიშნონ ადამიანები, რომლებიც უცხო სახელმწიფოების მიერ არიან დაკავებულნი და ჩართულნი არიან პოლიტიკასა და საინფორმაციო საქმიანობაში. ჩვენ აქედან უნდა ვიმოქმედოთ. დანარჩენი ბოროტისგან მსჯელობაა“. – აცხადებს კარასინი.

შეგახსენებთ, 26 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ “ჩვენი ‘აღთქმული მიწა’, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.”

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება
Öncəki yazı
ირანმა რუსეთს უახლესი საჰაერო შეიარაღება გადასცა