This is a specific ad

ანაკლიის პორტის მშენებლობის დასაწყებად ბიუჯეტიდან მიიმართება 70 მილიონი ლარი

68

Another advertisement

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ანაკლიის პორტისა და აეროპორტების დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულ მოცულობებზე. მისი თქმით, უშუალოდ 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი, რაც მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის მზადებას, რაც პორტის მშენებლობის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის დაფინანსების ვალდებულებასაც სახელმწიფო აიღებს.  როგორც მან აღნიშნა 2023 წელს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, გამოიყო 20 მილიონი ლარი და ჯამურად, მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი.

„ამასთან, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი და მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პროექტის განვითარების და ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 გათვალისწინებულია:ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყება;

დასრულდება თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია;

დასრულდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Baş nazir İrakli Ğaribaşvilinin qərarına əsasən, Marneuli Munisipalitetinə 4 yeni “ISUZU” markalı avtobus verilib.
Öncəki yazı
აზერბაიჯანმა 2023 წელს მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა